„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ გუნდთან კონტრაქტი გაახანგრძლივა.
როგორც BBC იუწყება, გვარდიოლა სიტიში 2023 წლის ზაფხულამდე დარჩება.
49 წლის პეპმა, 2016 წლიდან მოყოლებული, გუნდთან ერთად 2-ჯერ პრემიერ ლიგა, FA Cup-ი და 3 League Cup-ი მოიგო.