2020 წლის ბუკერის პრემიის ლაურეატი შოტლანდიელი მწერალი დუგლას სტიუარტი გახდა. პრესტიჟული ჯილდო მას სადებიუტო რომანისთვის „შაგი ბეინი“ (Shuggie Bain) გადაეცა, - ამის შესახებ BBC წერს.
რომანი 80-იანი წლების გლაზგოსა და მოზარდ შაგიზე მოგვითხრობს, რომელსაც ალკოდამოკიდებული დედა ჰყავს.
მწერალმა წიგნი დედას მიუძღვნა, რომელიც ალკოდამოკიდებულობის გამო გარდაიცვალა.
ბუკერის პრემია ყველაზე პრესტიჟული ჯილდოა მსოფლიოში, ინგლისურ ლიტერატურაში. ენიჭება ავტორს, რომელიც თანამეგობრობის ქვეყნების ან ირლანდიის რესპუბლიკის მოქალაქეა, ინგლისურ ენაზე დაწერილი რომანისთვის.