ევროლიგის მე-10 ტურში თორნიკე შენგელიას მოსკოვის „ცსკა“-მ სტუმრად მიუნხენის „ბაიერნი“ 89:81 დაამარცხა.
თორნიკე შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო. მოედანზე გატარებული 19:13 წუთში საქართველოს ნაკრების კაპიტნის ანგარიშზე 6 ქულა, 3 მოხსნა, თითო პასი და ჩაჭრაა. თორნიკე 4-ჯერ დაჯარიმდა და ბურთი 2-ჯერ დაკარგა. მან ორივე სამქულიანი ააცილა. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი (3) გუნდში მე-7 მაჩვენებელი იყო. მაიკ ჯეიმსმა „ცსკა“-ს 25 ქულა მოუტანა და გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა.
26 ნოემბერს შენგელიას გუნდი, მოსკოვში, მადრიდის „რეალს“ უმასპინძლებს. რუსულ კლუბს 10-დან 7 მოგება აქვს.