ფიჯის ნაკრებში კორონავირუსის 29 შემთხვევა დაფიქსირდა

ფიჯის ნაკრებში კორონავირუსის 29 შემთხვევა დაფიქსირდა

შემოდგომის ერთა თასის მატჩი, რომელიც იტალიასა და ფიჯის ნაკრებებს შორის უნდა გამართულიყო, გაუქმდა. მიზეზი კი კორონავირუსია. აღნინული ინფორმაცია ფიჯის რაგბის ფედერაციის გვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.

წყაროს ცნობით, გუნდში კოვიდ 19-ზე ტესტირება ჩატარდა და 29 დადებითი პასუხი დაფიქსირდა.

ანალოგიური მიზეზით რამდენიმე დღის წინ ფიჯისა და საფრანგეთის მატჩიც ჩაიშალა და მაშინ ფიჯის ნაკრებს ტექნიკური წაგება 28:0 ჩაეთვალათ. მომდევნო შეხვედრას კი 28 ნოემბერს შოტლანდიის წინააღმდეგ გამართავს.