კოლაროვს კორონავირუსი დაუდასტურდა

კოლაროვს კორონავირუსი დაუდასტურდა

„ინტერის“ მცველ ალექსანდრ კოლაროვს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია იტალიური კლუბის ვებგვერდმა დაადასტურა.

ვეტერანი სერბი ფეხბურთელი რა თქმა უნდა, იზოლაციაში გადავიდა, სადაც გამოჯანმრთელებამდე დარჩება.

კოლაროვი „ინტერს“ უახლოეს შეხვედრებში ვერ დაეხმარება, მათ შორის, ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურში მადრიდის „რეალთან“.