ლევან გორგაძემ კიუშუ ბაშოზე მე-6 გამარჯვება მოიპოივა. ქართველი სუმოისტი წლის ბოლო სუპერტურნირის მე-11 საშეჯიბრო დღეს პირველ მაეგაშირა კარიბაიამას დაუპირისპირდა და მეტოქე იორიკირის ილეთით დაამარცხა.
ეს წყვილის მე-3 ორთაბრძოლა იყო და ურთიერთშეხვედრებში ტოჩინოშინმა უპირატესობა მოიპოვა - 2 გამარჯვება და 1 მარცხი.
მიმდინარე ბაშოზე გორგაძეს 6 მოგების საპირისპიროდ 5 წაგება დაუგროვდა, დადებითი ბალანსის დასაფიქსირებლად კი კიდევ 2 მოგება მართებს. მისი მომდევნო მეტოქე კი მე-4 მაეგაშირა ჰოკუტოფუჯი იქნება, რომელსაც აქამდე 9-ჯერ შეხვედრია და 5 მოიგო, 4-ჯერ კი მარცხი განიცადა.