უეფას მეოთხე კატეგორიის არენაზე ადგილობრივი „დინამო“ კრისტალბეთ ლიგის მე-16 ტურის შეხვედრაში გორის „დილას“ უმასპინძლებს.
ეს ინფორმაცია დღეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებმაც დაადასტურეს. „ბათუმი არენას“ მშენებლობა 2018 წლის იანვარში დაიწყო და ოფიციალურად ოქტომბრის ბოლოს გაიხსნა.
სტადიონის ტრიბუნა 20 ათას მაყურებელზეა გათვლილი და მის აშენებაში 141 მილიონი ლარი დაიხარჯა.