ქართველმა სუმოისტმა თეიმურაზ ჯუღელმა, იგივე გაგამარუმ კარიერა 33 წლის ასაკში დაასრულა.
ასეთი გადაწყვეტილების მიზეზი შარშან ნოემბერში მიღებული მუხლის ტრავმაა, რომლის ბოლომდე მორჩენა სპორტსმენმა ამ დრომდე ვერ შეძლო.
თეიმურაზ ჯუღელმა 15 წლის განმავლობაში სუმოს 89 დიდ ტურნირზე იასპარეზა და თავის სასარგებლოდ 516 ბრძოლა დაასრულა. სუმოში გაგამარუს უმაღლესი წოდება კომუსუბი იყო, 2012 წელს კი ის იანვრის ბაშოს ვიცე-ჩემპიონი გახდა.