დღეს დილით შვეიცარიულმა გამოცემამ „Zurichsee-Zeitung” სენსაციური ცნობა გაავრცელა.
73 წლის პოპულარული ამერიკელი მომღერალი ტინა ტერნერი უახლოეს მომავალში ამ ქვეყნის მოქალაქე გახდება.
ერთი თვის წინ ფრანგმა კინომსახიობმა ჟეჟარ დეპარდიემ რუსული პასპორტი აიღო. ამ გზის გავლას ჟერარის თანამემამულე ბრიჯიტ ბარდოც აპირებს.
ფრანგი მსახიობებისაგან განსხვავებით ტერნერს ისტორიული სამშობლოს ხელისუფლებასთან არანაირი პრობლემა არ გააჩნია.
უკანასკნელი ოცი წლის განმავლობაში მუსიკოსი პატარა დასახლება კიუსნახტში ცხოვრობს და ამ ადგილის დატოვებას სიცოცხლის ბოლომდე არ აპირებს.
ცოტა ხნის წინ უბერებელმა მომღერალმა შვეიცარიის ფედერალურ მთავრობას მოქალაქეობის მიღების თხოვნით მიმართა.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტერნერს ორმაგი მოქალაქეობა არ სურს. ამ მიზეზით, სურვილის დაკმაყოფილების შემდეგ აშშ-ის პასპორტს ოფიციალურად ჩააბარებს.