ყაზანის „რუბინის“ მთავარმა მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ რუსულ მედიასთან ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. გამოცდილი სპეციალისტის განცხადებით, ხვიჩა ცხოვრებით კაიფობს, ოღონდ ამ სიტყვის კარგი გაგებით.
„მისი პირველი პრობლემა ენის არცოდნაა. კვარაცხელიას ყველაფერი ესმის, მაგრამ ლაპარაკი კარგად არ შეუძლია. მის ასაკში გოლოვინი უფრო დიდი ჩანდა. მას უნდა მისცე ბურთი, დროც, ტაქტიკაში ჩასვა, აუხსნა პრინციპები და შეგიძლია ისიამოვნო მისი თამაშით, ან იმედგაცრუებული დარჩე, რომ წარმატებით ვერ ითამაშა.
„რუბინში“ ხვიჩა ყველას უყვარს, ძალიან ლაღია, მუდმივად იღიმის, ბევრს არ ფიქრობს. ცხოვრებით კაიფობს, ამ სიტყვის კარგი გაგებით. ის ბაზაზე ცხოვრობს, ყოველთვის გადის სავარჯიშოდ. მეც ბაზაზე ვარ და ვხედავ ხოლმე ფანჯრიდან, რომ მოედანზე რაღაცის დასახვეწად გადის. ის არ მუშაობს ისე, როგორც ედეგორი, რომელიც სპორტდარბაზში მუშაობდა და ყველა კუნთს აძლიერებდა, ყველა ვარჯიში დაწერილი ჰქონდა. ხვიჩას პენალტების დარტყმა სურს და ვარჯიშობს. მას ვუთხარი: „რატომ ასრულებ პენალტებს? მაინც არავინ დაგარტყმევინებს თამაშში“. მაგრამ, მას უბრალოდ სურს პენალტებში ივარჯიშობს. ანუ ეს უფრო ემოციური საქმეა, ვიდრე გააზრებული. მას მოსწონს ბურთი, ფეხბურთი, უყვარს ბურთით თამაში. სავარჯიშო დარბაზში არასდროს მინახავს, ვგულისხმობ გუნდისგან განცალკევებით, თავისუფალ დროს. მე იქ ხშირად დავდივარ და კვარაცხელია სავარჯიშო დარბაზში არასდროს გაერთობა, როდესაც მოწყენილი იქნება, იქ არასდროს წავა. ის ასეთი ფეხბურთელია, დისნეილენდში ცხოვობს და მაქსიმალურად იღებს სიამოვნებას ახალგაზრდა ფეხბურთელი. საბედნიეროდ ის იმით ერთობა, რაც მისი პროფესიის ნაწილია“, - აღნიშნა სლუცკიმ.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში 14 მატჩში 2 გოლი გაიტანა, 2 საგოლე პასი შეასრულა და 3-ჯერ პენალტი მოიპოვა. ეს რუსეთის პრემიერლიგაში, ხოლო საქართველოს ნაკრებში სექტემბერსა და ოქტომბერში 3 მატჩში თითო გოლით, საგოლე პასით და გამომუშავებული პენალტით გამოიჩინა თავი.