როდრი: „გერმანიასთან მატჩი გვაჩვენებს რა დონეზეა დღეს ესპანეთის ნაკრები“

როდრი: „გერმანიასთან მატჩი გვაჩვენებს რა დონეზეა დღეს ესპანეთის ნაკრები“

„მანჩესტერ სიტისა“ და ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველი, როდრი, ჟურნალისტებს ერთა ლიგაში გერმანიის წიააღმდეგ გასამართი მატჩის შესახებ ესაუბრა.

„გერმანია შესანიშნავი გუნდია, რომელიც ყოველთვის ბოლომდე იბრძვის. ჯგუფში მათთან პირველი მატჩი ფრედ დავასრულეთ, თუმცა მოგება შეგვეძლო. ახლაც კარგი შესაძლებლობა იქნება შევამოწმოთ, რა დონეზეა დღეს ესპანეთის ნაკრები.“ - ციტირებს როდრის სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებ-გვერდი.

5 ტურის შემდეგ, ერთა A ლიგის მე-4 ჯგუფში 9 ქულით გერმანიის ეროვნული გუნდი ლიერობს. ესპანელებს 8 ქულა მოუგროვდათ და მეორე საფეხურზე დგანან. დღეს, ბოლო ტურში, ესპანელები გერმანელებს სევილიაში უმასპინძლებენ. მატჩი თბილისის დროით 23 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.