ლუის სუარესს კორონავირუსი დაუდასტურდა

ლუის სუარესს კორონავირუსი დაუდასტურდა

„ატლეტიკოს“ ურუგვაელი ფორვარდი ლუის სუარესი შაბათს, თავის ყოფილი გუნდის, „ბარსელონას“ წინააღმდეგ ვერ ითამაშებს.

ურუგვაის ნაკრებთან ერთად მყოფ 33 წლის ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც ის იზოლაციაში გადაინაცვლებს და 21 ნოემბერს გუნდთან ერთად ვერ იქნება.

სუარესი „ბარსელონაში“ 2014-2020 წლებში თამაშობდა. ბოლო სატრანსფერო ფანჯრის დროს ის "ატლეტიკოში" გადავიდა, სადაც 8 მატჩში თავი 5 გოლით გამოიჩინა.