მიმდინარე წლის 18 თებერვალს ჯონ ლენონის ქვრივს იოკო ონოს დაბადებიდან 80 წელი უსრულდება.
საპატიო ასაკის მიუხედავად ქალბატონი იოკო აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებას ეწევა და დამსახურებულ პენსიაზე გასვლას არ ჩქარობს.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ იაპონელი საკუთარი დაბადების დღის აღნიშვნას განსაკუთრებული პომპეზურობით აპირებს.
17 თებერვალს ქალაქ ბერლინში, იოკო ჯგუფთან „The Plastic Ono Band” ერთად კონცერტს ჩაატარებს.
ჯგუფი ქალმა ჯონ ლენონთან ერთად 1969 წელს ჩამოაყალიბა და ექვსი წელი იარსება.
ცნობილი გახდა რომ ბერლინის სცენაზე იოკოსა და ჯონის ვაჟიშვილ შონსაც ვიხილავთ. არ არის გამორიცხული სერ პოლ მაკარტნისა და რინგო სტარის გამოჩენაც.
ორი დღის წინ იოკომ პრეს-კონფერენცია გამართა და განაცხადა რომ უახლოეს თვეებში საკუთარი ადრინდელი მუსიკალური ჩანაწერების ხელახლა გამოცემას გეგმავს, რომელშიც 1968-1985 წლებში შესრულებული კომპოზიციები განთავსდება.
მიმდინარე წლის 14-23 ივნისს ლენონის ქვრივს ლონდონში ვიხილავთ, სადაც იოკოს უშუალო ორგანიზებით, მუსიკალური ფესტივალი „Meltdown” ჩატარდება.