შოთა არველაძე უზბეკეთის ჩემპიონატის ოქტომბრის საუკეთესო მწვრთნელი გახდა

შოთა არველაძე უზბეკეთის ჩემპიონატის ოქტომბრის საუკეთესო მწვრთნელი გახდა

შოთა არველაძე უზბეკეთის საფეხბურთო ჩემპიონატის ოქტომბრის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა. მისმა მომზადებულმა ტაშკენტის „ფახთაქორმა“ ჩემპიონატში 4 მატჩიდან 4 მოიგო, გაიტანა 15 და საკუთარ კარში მხოლოდ 2 ბურთი გაუშვა.

არველაძემ ეს პრიზი წელს უკვე მეორედ მიიღო - პირველად ის აგვისტოში აღიარეს. „ფახთაქორი" უზბეკეთის ჩემპიონატში 56 ქულით პირველ ადგილზეა და გათამაშების დამთავრებამდე 4 ტურით ადრე მეორეადგილოსანს 10 ქულით უსწრებს.