„ლივერპულის“ და ინგლისის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი რეი კლემენსი 72 წლის ასაკში გარდაიცვალა. 2005 წელს მას სიმსივნე დაუდგინდა, რასაც თავდაპირველად წარმატებით ებრძოდა, თუმცა ბოლო თვეების მანძილზე სიტუაცია დამძიმდა.
კლემენსი მერსისაიდული გრანდის კარს 14 წელი იცავდა და ამ ხნის განმავლობაში 5-ჯერ ინგლისის ჩემპიონატი, 3-ჯერ ჩემპიონთა თასი, 2-ჯერ უეფას თასი, თითოჯერ კი ინგლისის ლიგისა და ასოციაციის თასები მოიგო. რაც შეეხება მის სანაკრებო კარიერას, ინგლისის ეროვნული გუნდის ღირსება 61-ჯერ დაიცვა.