კანადის კლუბ „ნორტ ბეი ტრეპერსის" 13 წლის ჰოკეისტი ნოა დიუგა ინსულტით გარდაიცვალა.
მარტში დიუგა თამაშის დროს შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც საავადმყოფოში გადაიყვანეს. მან მგრძნობელობა დაკარგა, თავის ტვინის თრომბი განუვითარდა და თითქმის, რვა თვის განმავლობაში უგონო მდგომარეობაში იყო.
დიუგა „ნორტ ბეი ტრეპერსის" სხვადასხვა ასაკობრივ გუნდში ბოლო სამი წლის განმავლობაში გამოდიოდა და თავისი თაობის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ მოთამაშედ ითვლებოდა.