36 წლის ხავიერ მასკერანომ საფეხბურთო კარიერა დაასრულა.
17-წლიანი კარიერის განმავლობაში არგენტინელმა ნახევარმცველმა „ბარსელონას" შემადგენლობაში ცხრამეტი, არგენტინის ნაკრებში სამი, თითო-თითო ჯილდო კი „კორინთიანსსა" და „რივერ პლეიტში" მოიგო.
ბოლოს მასკერანო ლა პლატას „ესტუდიანტესში" გამოდიოდა, ბოლო სამ დიდ ტურნირზე კი ალბისელესტეს კაპიტანიც იყო. მთლიანობაში ყველა გუნდში ჩატარებულ 700 მატჩში, რომელიც ნახევარმცველის გარდა, მცველის პოზიციაზეც თამაშობდა, მის ანგარიშზე 5 გოლია.