მსოფლიო რაგბიმ განახლებული სანაკრებო რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც გასულ შაბათ-კვირას გამართული თამაშების შემდეგ რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა.
არგენტინის ნაკრებმა ახალი ზელანდიის ეროვნული გუნდის სენსაციურად დამარცხების შემდეგ მეათედან მერვე ადგილზე გადაინაცვლა და უკან იაპონია და უელსი ჩამოიტოვა.
რაც შეეხება ზელანდიელებს, მათ ორი სარეიტინგო ქულა დაკარგეს და მეორე პოზიციაა ინგლისის ნაკრებს დაუთმეს, რომელმაც „შემოდგომის ერთა თასზე" საქართველოს მოუგო. რაც შეეხება რეიტინგის ლიდერს, პირველ ადგილზე კვლავაც 2019 წლის მსოფლიოს თასის გამარჯვებული სამხრეთ აფრიკაა, საქართველოს ნაკრებმა კი მეთორმეტე პოზიცია შეინარჩუნა.