ესპანეთის ჩემპიონატის მეათე ტურში „იბეროსტარ ტენერიფემ“ „გრან კანარია“ 99:80 დაამარცხა.
მასპინძლებისა და სტუმრების ქართველმა ლეგიონერებმა, გიორგი შერმადინმა და ბექა ბურჯანაძემ თამაში სასტარტო შემადგენლობაში დაიწყეს.
შერმადინმა 23 წუთში 14 ქულა, 7 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა, 1 დაფარება დააგროვა და შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე გახდა. მან რვიდან ექვსი ორქულიანი და ორიდან ორი საჯარიმო გამოიყენა. ბურჯანაძემ კი შეხვედრა 7 ქულით და 2 მოხსნით დაამთავრა. ათი ტურის შემდეგ „ტენერიფე“ მეორე, „გრან კანარია“ კი მეჩვიდმეტე პოზიციაზეა.