ამ მძიმე პანდემიის პირობებში ხალხი გამოვიდა და გამოხატა თავისი პოლიტიკური არჩევანი. ჩვენ ვნახეთ, რომ ოპიზიციის საჩევრების უმრავლესობა არ არის არგუმენტირებული. რაც იყო დასაბუთებული, იქიდან 40 უბანი გადაითვალა და შედეგი აბსოლუტურად არანაირ ზეგავლენას არ ახდენდა საერთო სურათზე. მეტიც, ხელისუფლებას მცირედით, მაგრამ მაინც მოემატა მხარდაჭერა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პარტიული სიის წევრმა, ბექა დავითულიანმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, მმართველმა პარტიამ ოპოზიციამ ხმების გადათვლა შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო.
„ამაზე ვიღებთ უარს და გვეუბნებიან, რომ უნდა იყოს ხელახალი არჩევნები. ასე არ გამოვა. ესენი იმდენჯერ მოითხოვენ ხელახალ არჩევნებს, სანამ თვითონ ვერ მოვლენ ხელისუფლებაში. არ უნდა ხალხს „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში“, - განაცხადა ბექა დავითულიანმა.