„40-დან 40-ვე ტყვიას მიზანს ზუსტად ახვედრებდა“ - ბადრი ესებუას შესახებ მისი მეგობარი ალაპარაკდა

„40-დან 40-ვე ტყვიას მიზანს ზუსტად ახვედრებდა“ - ბადრი ესებუას შესახებ მისი მეგობარი ალაპარაკდა

თითქმის ერთი თვე გავიდა "საქართველოს ბანკის" ზუგდიდის ფილიალზე თავდასხმიდან, თუმცა შსს-ს მიერ იდენტიფიცირებული 32 წლის ბადრი ესებუას კვალს ჯერ ვერ მიაგნეს. თავდამსხმელის ძებნის ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები გრძელდება, თუმცა როდის დასრულდება და რა შედეგით, ჯერჯერობით უცნობია.

33 წლის თემური ბადრი ესებუას მეგობარია, ვისთან ერთადაც ის შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა. მან "კვირის პალიტრასთან" საინტერესო დეტალები გაიხსენა:

როცა ამბობენ, ბადრის ამის გაკეთების ფიზიკური შესაძლებლობა არ ჰქონდაო, მეღიმება. ჩანს, ამის მთქმელი მას მხოლოდ ოჯახურ გარემოში იცნობდა, ან იმ სიტუაციაში უნახავს, სადაც მას თავისი უნარ-ჩვევების წარმოჩენა არ სჭირდებოდა. ბადრი ფიზიკურად ძალიან ძლიერია, სწრაფი, მოქნილი. მგონი, ყველაზე სწრაფად ის შლიდა და აწყობდა იარაღს. რაც მთავარია, გაბედული იყო. წვრთნების დროს 40-დან 40-ვე ტყვიას მიზანს ზუსტად ახვედრებდა. თეორიაშიც ძალიან ძლიერი იყო, ნიჭიერია, გონიერი.

სხვა საქმეა, რამ გააკეთებინა ბადრის ეს, ვალმა თუ სხვა მიზეზებმაც. დღეს ყოველი მეორე თამაშობს... ჯანმრთელობის პრობლემების გამო ბანკიდან მოუწია ვალის აღებამ, შემდეგ პროცენტები ვერ გადაიხადა... ჯანმრთელობა შერყეული ჰქონდა და ზუგდიდის ექიმებმა ქუთაისში გაწერეს, იქიდან კი თბილისში გაუშვეს. ოჯახი, რა თქმა უნდა, პატრონობდა, თუმცა შეიძლება თავის ფინანსურ პრობლემებზე ყველაფერს არც ამხელდა.

არ მჯერა, რომ ეს მარტომ გააკეთა, აუცილებლად ეყოლებოდა თანამზრახველი, იქნებ ორიც, მაგრამ იმის თქმა, ამხელა რისკზე როგორ წავიდოდაო, გულუბრყვილობაა. შეიძლება იმიტომაც ვერ იჯერებენ, რომ ბადრი წესიერი, მშრომელი ოჯახიდანაა.

არ მჯერა, რომ სადმე წავიდოდა, დიდი ალბათობით აქ არის და გამოსავალს ეძებს", - განაცხადა ესებუას მეგობარმა.

 

amo " . . . ნიჭიერია, გონიერი ". ნიჭიერი შეიძლება არის, მაგრამ გონიერების რა მოგახსენოთ.
4 წლის უკან