საქართველოს მორაგბეთა ნაკრები დღეს „შემოდგომის ერთა თასზე“ ინგლისს შეხვდება

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები დღეს „შემოდგომის ერთა თასზე“ ინგლისს შეხვდება

დღეს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები „შემოდგომის ერთა თასის“ პირველ ტურში ინგლისის ეროვნულ გუნდს შეხვდება.

შოტლანდიის გუნდთან გამართული ტესტ-მატჩისგან განსხვავებით, მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა შემადგენლობაში რვა ცვლილება შეიტანა. ეროვნულ ნაკრებში დებიუტი ექნება ახალგაზრდა მორაგბე სანდრო სვანიძეს. ძირითადში დაიწყებს თამაშს აკაკი ტაბუცაძე, რომელმაც ბოლო სამ სანაკრებო შეხვედრაში ექვსი ლელო დადო.

საქართველოსა და ინგლისის ნაკრებები აქამდე ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს - 2003 წლის მსოფლიოს თასზე ქართველები 6:84, 2011 წლის ჩემპიონატზე კი 10:41 დამარცხდნენ.