„ლივერპულის“ ეგვიპტელ ფორვარდს, მოჰამედ სალაჰს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ ეგვიპტის ფეხბურთის ასოციაციაზე დაყრდნობით გამოცემა Sky News-ი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, სალაჰის ტესტის პასუხი დადებითი აღმოჩნდა, თუმცა 28 წლის ფეხბურთელს დაავადებისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნება. ამჟამად სალაჰი თვითიზოლაციაში იმყოფება, უახლოეს საათებში კი მას დამატებითი გამოკვლევები ჩაუტარდება.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ მიიჩნია. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.