ტოჩინოშინმა მეოთხე გამარჯვება მოიპოვა

ტოჩინოშინმა მეოთხე გამარჯვება მოიპოვა

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე წლის დასკვნით სუპერტურნირზე ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი წარმატებულ გამოსვლას აგრძელებს. გორგაძემ უკვე მეოთხე ორთაბრძოლა მოიგო და დადებითი ბალანსი აქვს.

მეშვიდე საშეჯიბრო დღეს ტოჩინოშინმა მეოთხე გამარჯვება იზეიმა. მან ენდო დოჰიოდან იორიკირით გადაიყვანა.

ხვალ, ნოემბრის ბაშოს მე-8 დღეს ტოჩინოშინის მეტოქე მეისეი იქნება, რომელსაც ქართველის სუმოისტის მსგავსად ბალანსი აქვს - 4 მოგება და 3 მარცხი.