დიეგო მარადონა საავადმყოფოდან გაწერეს

დიეგო მარადონა საავადმყოფოდან გაწერეს

დიეგო მარადონა საავადმყოფოდან გაწერეს. ამის შესახებ გამოცემა Goal-ი იტყობინება.

ლეგენდარული ფეხბურთელი ლა-პლატას კლინიკაში ერთი კვირის წინ მოხვდა. მას თავის ტვინის ოპერაცია გაუკეთეს, რის შემდეგაც სარეაბილიტაციო კურსი ბუენოს-აირესის ერთ-ერთ კლინიკაში გაიარა. ამჟამად მისი მდგომარეობა სტაბილურია. 30 ოქტომბერს მარადონას 60 წელი შეუსრულდა.