„ტოტენჰემ ჰოთსფური“ დიდი ალბათობით „რეალისგან“ უელსელ ვარსკვლავს, გარეთ ბეილს გამოისყიდის - გვამცნობს Calciomercato.com.
წყაროს მტკიცებით, „დეზები“ კმაყოფილი ყოფილან ბეილის გარჯით და მზად არიან მასში მადრიდულ კლუბს 15 მილიონი ევრო გადაუხადონ. ეს მნიშვნელოვნად შეამცირებს „რეალის“ სახელფასო ხარჯებს პანდემიის გამო შექმნილ კრიზისულ სიტუაციაში.
31 წლის ბეილი „ტოტენჰემში“ 2020 წლის 19 სექტემბერს დაბრუნდა იჯარით „რეალიდან. თუმცა მადრიდული კლუბი კვლავაც განაგრძობს მისთვის კვირაში 415 ათასი ევროს გადახდას.