კიუშუ ბაშოზე პირველი გამარჯვება მოიპოვა ლევან გორგაძემ. ტოჩინოშინი მე-5 მაეგაშირა კოტოშოჰოს დაუპირისპირდა და მეტოქე რთულ ბრძოლაში უვატენაგეს ილეთით დაამარცხა.
ტოჩიმ ახალგაზრდა სუმოისტს მავასში ხელი ჩაავლო და მის დოჰიოდან გადაყვანას ცდილობდა, თუმცა მკვეთრი მანევრის შესრულებისას ორივე მათგანი დოჰიოს მიღმა დაეცა, გამარჯვება კი ქართველმა მოიპოვა.
ეს წყვილის მე-2 დაპირისპირება იყო და ურთიერთშეხვედრებში ლევანს სრული უპირატესობა აქვს - ორივე მოგება.
მიმდინარე ბაშოზე ტოჩინოშინს ერთი მოგების საპირისპიროდ 2 მარცხი დაუგროვდა და დადებით ბალანსამდე მინიმუ 7 გამარჯვება აშორებს. მისი მომდევნო მეტოქე კი მე-8 მაეგაშირა ტერუცუოში იქნება, რომელსაც აქამდე ორჯერ შეხვედრია და მოგება-წაგების ბალანსი უარყოფითი აქვს - ორივე მარცხი, ამიტომ ხვალ მის მინიმუმამდე შემცირებას ეცდება.