იბრაჰიმოვიჩი პენალტების დარტყმას აღარ აპირებს

იბრაჰიმოვიჩი პენალტების დარტყმას აღარ აპირებს

„მილანის“ თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი „ვერონასთან“ გაფუჭებული პენალტის გამო წუხს.

„ძალიან ვწუხვარ, რომ ფრე ვითამაშეთ. ძალიან ბევრი მომენტი ვერ გამოვიყენეთ. მე პენალტი ვერ გავიტანე. ვფიქრობ შემდეგში 11-მეტრიანებს აღარ დავარტყამ და ამ მისიას ფრანკ კასიეს გადავაბარებ,“-განაცხადა ვეტერანმა ფორვარდმა.

შეხვედრა „მილანსა“ და „ვერონას“შორის ფრედ, 2:2 დასრულდა. შვედმა ფორვარდმა კი სეზონში უკვე მესამე პენალტი ვერ გამოიყენა.