„ლაციო“ შესაძლოა იტალიის სერია A-დან მოკვეთონ. რომის საფეხბურთო გუნდს ქვეყნის პროკურატურა კორონავირუსის გამო შემუშავებული სამედიცინო პროტოკოლის დარღვევას ედავება.
ბიანკოჩელესტეს სამ ფეხბურთელს, ჩირო იმობილეს, ლუკას ლეივასა და ტომაშ სტრაკოშას გუნდთან ერთად მგზავრობა აკრძალული ჰქონდათ, თუმცა ისინი ტესტის პასუხს არ დაელოდნენ და გუნდს ტურინში გაყვნენ, სადაც „ლაციომ“ „ტორინო“ 4:3 დაამარცხა.
პროკურატურამ უკვე დაკითხა კლუბის პრეზიდენტი კლაუდიო ლოტიტო და მთავარი ექიმი ივო პულჩინი, თუმცა მათგან კონკრეტული პასუხები არ მიუღიათ.