ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი მარინა ენდელაძე აცხადებს, რომ ხალხმრავალმა შეკრებებმა კორონავირუსის რაოდენობის გაზრდას კიდევ უფრო შეუწყო ხელი.
„აქციები მკაცრი საკარანტინო ზომების მიღებას ძალიან აჩქარებს. პანდემიის პერიოდში, ასეთი ხალხმრავალი შეკრებები და ადამიანების მჭიდრო კავშირები კატეგორიულად არ შეიძლება. ეს აუცილებლად კიდევ უფრო მეტად გაზრდის ვირუსის რაოდენობას. ამ აქციებმა ძალიან შეუწყო ხელი ვირუსის გავრცელებას",- განაცხადა ენდელაძემ.