კორონავირუსის პიკის დროს, ექიმი ანზორ მელია ხალხს აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - „რა ჯობია შიმშილით დაიხოცონ, თუ ვირუსით?“

კორონავირუსის პიკის დროს, ექიმი ანზორ მელია ხალხს აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - „რა ჯობია შიმშილით დაიხოცონ, თუ ვირუსით?“

საქართველოში ყველდღე კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებელი ფიქსირდება. ინფიცირების რაოდენობის ზრდას საპროტესტო აქციებიც უწყობს ხელს. ცნობილი კარდიოლოგი ანზორ მელია კი მიიჩნევს, რომ კორონავირუსი მთავრობაზე მკვლელი არ არის და საზოგადოებას აქციაზე მისვლისკენ მიუწოდებს, რომელიც ხვალ ქვეყნის მთავარ მოედანზე არის დაგეგმილი.

„რა ჯობია შიმშილით დაიხოცონ, თუ ვირუსით? ეს მიტინგები აუცილებლად უნდა იყოს, რომ მთავრობა გონს მოეგოს. ვირუსი ისეთი ბოროტი არაა, როგორც ეს მთავრობა. აქციაზე ხალხმა აუცილებლად უნდა იქონიოს პირბადე და ხელის დასამუშავებელი ხსნარი. არავითარი გადაკოცნები არ უნდა იყოს, დაიცვან დისტანცია.

მე აუცილებლად მივალ კვირას აქციაზე. მთელი სამედიცინო ელიტა უერთდება ამ აქციას, მხოლოდ მე არა“, - აცხადებს ნიკა მელიას მამა.