სალომე სამადაშვილი: ყველა დიპლომატიურ მისიას შევატყობინებ, რომ ჩემზე უკანონო მიყურადება ხორციელდება

სალომე სამადაშვილი: ყველა დიპლომატიურ მისიას შევატყობინებ, რომ ჩემზე უკანონო მიყურადება ხორციელდება

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში "ფარულ ჩანაწერებზე" განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ ხვალ, 7 ნოემბერს ყველა დიპლომატიურ მისიას შეატყობინებს იმის შესახებ, რომ მისი უკანონო მიყურადება და პირადი საუბრის ჩაწერა ხდება.

ჩანაწერი სახელისუფლებო მედიამ გაავრცელა.

"დიდი ძმა გვისმენს-ხვალვე ყველა დიპლომატიურ მისიას, ბრუსელს, ვაშინგტონს ექნება ინფორმაცია, რომ ჩემზე, საქართველოს პარლამენტის წევრზე, საქართველოს ტერიტორიაზე, ხორციელდება უკანონო მიყურადება და ჩემი პირადი საუბრების ჩაწერა. იმედის უნიჭო დირექტორს თუ მიაჩნია, რომ ვინმე დააზიანა, გარდა საკუთარი პოლიტიკური პატრონისა, ჩემი პირადი საუბრების ჩანაწერების უნიჭო კომპილაციის გასაჯაროვებით, ძალიან ცდება", - წერს სალომე სამადაშვილი.

მისი თქმით, ეს მახინჯი სისტემა დაინგრევა და უკანონო მიყურადებაში დამნაშავე პირების სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება.

ძია მიხო იმის შემდეგ რაც ის გავრილოვის ღამეს პარლამენტის შენობაში შეჭრისკენ მოუწოდებდა ხალხს, მისი პარლამენტის წევრობა გაბათილებულია, მით უმეტეს რომ მისი პარტია ბოიკოტს უცხადებს პარლამენტს. ამიტომ ტყუილად ცდილობს, ბატონი მიშას გამოთქმას თუ ვხმართ, "ფინთი გოიმებივით გაგვაგოიმოს" .
4 წლის უკან
mamago ჩუ, ჩუ!
4 წლის უკან
Aburjga Tasmanieli სალომე (აქ ქალბატონოთი მიმართვა შეუფერებლად მიმაჩნია), თქვენ რომ მეტყველებთ, თქვენ რომ ბინძურ გამოთქმებს ხმარობთ ვიღაც მამაკცთან (?) თუნდაც პრივატულ საუბარში ეს რამდენად შეეფერება ქართველ მანდილოსანს?! შინაარსში გეთანხმებით!
4 წლის უკან
გრიგორი ტექსტის გაგზავნა არ დაგავიწყდეს უცხოელებისათვის, თუ როგორი "დახვეწილი" , "არისტოკრატიული" მანერით და "დიპლომატიური" ენით საუბრობ !!! კიდევ ერთი, პარლამენტარობას რატომ იჩემებ ?! ხომ თვითონ თქვი უარი ?!
4 წლის უკან