„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრი გია ბარამიძე ირწმუნება, რომ პოლიციელზე არ უძალადია. „ქრონიკის“ მიერ მოპოვებულ კადრებში ჩანს, რომ საოლქო კომისიასთან 4 ნოემბრის აქციაზე, გია ბარამიძე სამართალდამცველს ურტყამს.
„არცერთისთვის ხელი არ დამირტყამს. ჯიკაობა მიდიოდა...ჯიკაობის პროცესი იყო, თუ დავარტყი მზად, ვარ შესაბამისი პასუხი ვაგო“, - განუცხადა ბარამიძემ „ქრონიკას“.
„ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ქმედება შეაფასეს „ქართულ ოცნებაში“. „გიორგი ბარამიძე არის დესტრუქციული პოლიტიკური ძალის დესტრუქციული წარმომადგენელი. როდესაც მან აღმართა ხელი პოლიციელზე, საკადრისი პასუხი უნდა გაეცეს და დადგეს მისი სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, რაც გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით. დიდი იმედი მაქვს, რომ კანონის მთელი სიმკაცრით გაეცემა მას პასუხი“, - აცხადებს „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კობახიძე.