ირაკლი კობახიძე: როდესაც პარტია უდიერად ეპყრობა საკუთარი ამომრჩევლის ნებას, ლოგიკურია, რომ მისი მანდატები სხვა ოპოზიციურ პარტიებზე გადანაწილდეს

ირაკლი კობახიძე: როდესაც პარტია უდიერად ეპყრობა საკუთარი ამომრჩევლის ნებას, ლოგიკურია, რომ მისი მანდატები სხვა ოპოზიციურ პარტიებზე გადანაწილდეს

როდესაც პოლიტიკური პარტია უდიერად ეპყრობა საკუთარი ამომრჩევლის ნებას და უარს ამბობს მინიჭებულ მანდატებზე, ასეთ დროს საკმაოდ ლოგიკურია, რომ ეს მანდატები სხვა ოპოზიციურ პარტიებზე გადანაწილდეს, რომლებიც სათანადოდ ეპყრობიან თავიანთი ამომრჩევლების ნებას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც სამართალმცოდნის, მინდია უგრეხელიძის ინიციატივას გამოეხმაურა.

„მინდია უგრეხელიძემ ძალიან საინტერესო ინიციატივა წარმოადგინა. ბუნებრივია, როდესაც პოლიტიკური პარტია უდიერად ეპყრობა საკუთარი ამომრჩევლის ნებას და უარს ამბობს მინიჭებულ მანდატებზე, ასეთ დროს საკმაოდ ლოგიკურია, რომ ეს მანდატები სხვა ოპოზიციურ პარტიებზე გადანაწილდეს, რომლებიც სათანადოდ ეპყრობიან თავიანთი ამომრჩევლების ნებას. რა თქმა უნდა, ეს შეიძლება იყოს ძალიან საინტერესო იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენთან საბოლოოდ ჩამოყალიბდეს მრავალპარტიული პარლამენტი, რაც ესოდენ მნიშვნელოვანია პროცესის დემოკრატიული ფორმით განვითარებისთვის“, - განაცხადა კობახიძემ.

სამართალმცოდნე მინდია უგრეხელიძე „ნაცმოძრაობისა“ და „პატრიოტთა ალიანსის“ მანდატების ბარიერგადალახულ პარტიებზე პროპორციულად გადანაწილების ინიციტივით გამოდის.

საარჩევნო უბნებზე ხმების 100% დათვლილია. შედეგები ასეთია: „ქართული ოცნება“ - 48,22%; „ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია“ - 27,18%; „ევროპული საქართველო“ - 3.79%; „ლელო“ – 3,16%; „პატრიოტთა ალიანსი“ – 3,14%; „სტრატეგია აღმაშენებელი“ –3,15 %; „გირჩი“ – 2,89%; „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“ – 1,33%; „ლეიბორისტული პარტია“ – 1%. რაც შეეხება დანარჩენ პარტიებს, მათ ამომრჩეველთა ხმების ერთ პროცენტზე ნაკლები აქვთ.

საერთაშორისო დამკვირვებლებმა დაადასტურეს, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე ფუნდამენტური თავისუფლება და პროცედურების უმეტესობა დაცული იყო.

ოპოზიციურმა პარტიებმა კი ოფიციალური დოკუმენტი მიიღეს და ხელმოწერით დაადასტურეს, რომ პარლამენტში არ შევლენ.

ძია მიხო მინდია უგრეხელიძის ინიციატივა მისასალმებელია. ენმ ანტისახელმწიფოებრივ კრიმინალურ ორგანიზაციად უნდა გამოცხადდეს და მათი ადგილი პარლამენტში სხვა ოპოზიციურმა დეპუტატებმა უნდა დაიკავონ.
4 წლის უკან
Aburjga Tasmanieli ისე ერთი რამე ვერ გავიგე, ბატონმა უგრეხელიძემ ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად დანარჩენი არშემსვლელი პარტიებთან ერთად რატომ გამოყო პატრიოტთა ალიანსი??!! მითუმეტეს, რომ "პატრიოტთა ალიანსმა"თავიდან დაკავებული მცდარი პოზიცია შეცვალა, უარი თქვა მიტინგებზე, აქციებზე და მკვეთრად გაემიჯნა ნაცმოძრაობას!
4 წლის უკან
Aburjga Tasmanieli რაც შეეხება უგრეხელიძის წინადადებას ადგილების გადანაწილებაზე არ მიმაჩნია სწორად. როცა პარტიები ოფიციალურად იტყვიან უარს, დროც გაუვათ, მაშინ გამოთავისუფლებულ- შეუვსებელ ადგილებზე ახალი პროპორციული არჩევნები უნდა ჩატარდეს ისე, რომ იმ პარტიებს ვინც უარი თქვა პარლამენტში შესვლაზე აეკრძალოთ დამატებით არჩევნებში მონაწილეობა! და საერთოდ ყველა პარტიასაც რომლებიც შეუერთდნენ ამ საპროტესტო ვაკხანალიას! მაგალითად ბურჯანაძის ძალა და გამოცდილება"-ს! ))))
4 წლის უკან