რა თქმა უნდა, ხარვეზები არსებობდა - ჩვენ გარდამავალი დემოკრატია ვართ და ეს ყველას კარგად უნდა ახსოვდეს. დემოკრატიული განვითარება იმისთვის არსებობს, რომ მსგავს ხარვეზებს შესაბამის დემოკრატიულ ფორმატებში, სამართლებრივი პროცედურების გავლით ვუპასუხოთ, და არა ქუჩაში - განსაკუთრებით, ეკონომიკური და ეპიდემიოლოგიური კრიზისის პირობებში, - ამის შესახებ „ქრონიკისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.
„31 ოქტომბრის არჩევნები საყოველთაოდ, საერთაშორისო დონეზე აღიარებული იყო როგორც დემოკრატიის ფუნდამენტური უფლებების შესაბამისი არჩევნები - ეს არის ფაქტი. რა თქმა უნდა, ხარვეზები არსებობდა - ჩვენ გარდამავალი დემოკრატია ვართ და ეს ყველას კარგად უნდა ახსოვდეს. დემოკრატიული განვითარება იმისთვის არსებობს, რომ მსგავს ხარვეზებს შესაბამის დემოკრატიულ ფორმატებში, სამართლებრივი პროცედურების გავლით ვუპასუხოთ, და არა ქუჩაში - განსაკუთრებით, ეკონომიკური და ეპიდემიოლოგიური კრიზისის პირობებში. ნებისმიერი ხარვეზი, რომელიც არსებობდა, არის გამოსწორებადი და ეს ყველაფერი ერთად უნდა გავაკეთოთ. საქართველოს მოქალაქეების მიერ გაკეთებული არჩევანი, პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში 9 პარტიისთვის მანდატის მინიჭება - ეს იყო დავალება, 24-საათიან რეჟიმში ვიშრომოთ ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად და არა ქუჩის აქციების მოსაწყობად. ხარვეზები უნდა დადგინდეს, შემდეგ კი ამას უნდა მიეცეს შესაბამისი სამართლებრივი შეფასება“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.