თინა ხიდაშელი ოპოზიციას: რაღაზე მონაწილეობდით არჩევნებში, ლელა კაკულიამ გითხრათ, რომ 77-ზე მეტი იქნებოდით?

თინა ხიდაშელი ოპოზიციას: რაღაზე მონაწილეობდით არჩევნებში, ლელა კაკულიამ გითხრათ, რომ 77-ზე მეტი იქნებოდით?

სამართლიან არჩევნებში რომ წაგეგოთ და შესაბამისად ნაკლები ყოფილიყავით პარლამენტში, არც მაშინ გექნებოდათ გადაწყვეტილებების მიღებაზე გავლენა და რაღაზე მონაწილეობდით არჩევნებში, ლელა კაკულიამ გითხრათ, რომ 77-ზე მეტი იქნებოდით? - ამის შესახებ Facebook-ზე თავდაცვის ყოფილი მინისტრი, რესპუბლიკური პარტიის ყოფილი წევრი თინა ხიდაშელი წერს, რითაც ოპოზიციის მიერ პარლამენტში შესვლაზე უარის თქმას ეხმაურება.

„ამას მაინც ნუ იმეორებთ დაჟინებით, რომ შევიდეთ მაინც ვერ გვექნება გადაწყვეტილებებზე ზეგავლენაო - ეს რა უბედურებაა, ან რა არგუმენტია.

ჯერ ერთი, ამ წუთის მდგომარეობით „ქართულ ოცნებას“ იმდენი ხმა აქვს, რომ მთავრობასაც ვერ ქმნის;

შესაბამისად, უბრძოლველად დათმობილი მეორე ტურები ამ უფლების ჩუქებაა თქვენგან;

ყველა მაჟორიტარის ასე უბროლველად მოგების პირობებშიც უამრავი პრინციპული გადაწყვეტილებაა, რომელსაც იმაზე მეტი ხმა სჭირდება, ვიდრე ისინი იქნებიან;

სამართლიან არჩევნებში რომ წაგეგოთ და შესაბამისად ნაკლები ყოფილიყავით პარლამენტში, არც მაშინ გექნებოდათ გადაწყვეტილებების მიღებაზე გავლენა და რაღაზე მონაწილეობდით არჩევნებში, ლელა კაკულიამ გითხრათ, რომ 77-ზე მეტი იქნებოდით?

რამე უფრო სერიოზული მაინც მოიფიქრეთ, რომ ამ სამაგალითოდ უსამართლო არჩევნების პირობებში სასაცილოდ არ გამოჩნდეს ეს ყველაფერი“, - განაცხადა ხიდაშელმა.