გიორგი გახარია: ვიცავდი ყველა წესს, თუმცა, როგორც ჩანს, კიდევ უფრო მეტი ყურადღება უნდა გამომეჩინა

გიორგი გახარია: ვიცავდი ყველა წესს, თუმცა, როგორც ჩანს, კიდევ უფრო მეტი ყურადღება უნდა გამომეჩინა

ვირუსი არ ცნობს არც თანამდებობას და არც პოლიტიკურ გემოვნებას. რა თქმა უნდა, ვიცავდი ყველა წესს, თუმცა, როგორც ჩანს, კიდევ უფრო მეტი ყურადღება უნდა გამომეჩინა, - ამის შესახებ „ქრონიკისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

„ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკვე ბევრად უკეთესია, შეინიშნება საგრძნობი პროგრესი. ვიმყოფები სახლში და ვასრულებ ოჯახის ექიმის რეკომენდაციებს. ვცდილობ, რაც შეიძლება სწრაფად დავბრუნდე სამსახურში. ვირუსი არ ცნობს არც თანამდებობას და არც პოლიტიკურ გემოვნებას. რა თქმა უნდა, ვიცავდი ყველა წესს, თუმცა, როგორც ჩანს, კიდევ უფრო მეტი ყურადღება უნდა გამომეჩინა. ეს არის კიდევ ერთი მაგალითი თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ეპიდემიოლოგების მიერ დასახელებული ყველა წესის ზედმიწევნით დაცვას. ეს არის ვირუსის შენელებისა და შეჩერების ერთადერთი და ყველაზე სწორი გზა. იმ შემთხვევაში თუ მაინც დავინფიცირდით, საგანგაშო არაფერია, მშვიდად უნდა მივყვეთ ექიმების რჩევებს“, - განაცხადა გახარიამ.