მინდია უგრეხელიძე „ნაცმოძრაობის“ და „პატრიოტთა ალიანსის“ მანდატების ბარიერგადალახულ პარტიებზე პროპორციულად გადანაწილების ინიციტივით გამოდის

მინდია უგრეხელიძე „ნაცმოძრაობის“ და „პატრიოტთა ალიანსის“ მანდატების ბარიერგადალახულ პარტიებზე პროპორციულად გადანაწილების ინიციტივით გამოდის

თუ „ნაციონალური მოძრაობა“ და „პატრიოტთა ალიანსი“ ბოლომდე ერთგული იქნებიან თავისი პოზიციისა და არაფერს დათმობენ, გამოსავალი მაინც არსებობს, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ სამართალმცოდნემ, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში პირველმა ქართველმა მოსამართლემ, მინდია უგრეხელიძემ განაცხადა.

„ეს დაახლოებით 40 მანდატი გამოდის. მეორე მხრივ წარმოვიდგინოთ ყველა დანარჩენი პარტია ვინც გადალახა ეს ბარიერი, იმისგან დამოუკიდებლად, თუ ვინ რამდენი მიიღო. ის ორმოცი მანდატი, რომ პროპორციულად გადავანაწილოთ ამათზე, ბარიერგადალახულ პარტიებზე, იცით რა საინტერესო პარლამენტი გამოდის?!“, - აღნიშნა უგრეხელიძემ.

მისი თქმით, ეს ინიციატივა არ ეწინააღმდეგება კონსტიტუციას. „ამას არ სჭირდება კონსტიტუციის შეცვლა, მაგრამ საარჩევნო კანონის შეცვლა, რა თქმა უნდა დასჭირდება, რასაც რა თქმა უნდა განახორციელებს უფლებამოსილი, სათანადო კომპეტენციის პარლამენტი“, - აღნიშნა უგრეხელიძემ.