რამაზ საყვარელიძე: „რევოლუცია მოითხოვა მიშამ და ოპოზიციაც გადავიდა მიშას სამსახურში“

რამაზ საყვარელიძე: „რევოლუცია მოითხოვა მიშამ და ოპოზიციაც გადავიდა მიშას სამსახურში“

"2003 წლის აჩრდილი კი ტივტივებს ქვეყანაში, როცა მიტინგმა შეცვალა ხელისუფლება, მაგრამ მაშინ ამ მიტინგს დაერქვა დემოკრატიული პროცესი, რომელსაც მხარს უჭერდა მსოფლიო. დღევანდელი სიტუაცია კი ასეთ შთაბეჭდილებას არ ტოვებს, რევოლუცია მოითხოვა მიშამ და ოპოზიცია გადავიდა მიშას სამსახურში,"- ასე ეხმაურება პოლიტოლოგი რამაზ საყარელიძე ოპოზიციის მიერ დაანონსებულ 8 ნოემბრის აქციას.

ოპოზიცია, რომელიც ხელისუფლებას ხმების მითვისებაში ადანაშაულებს, ხელახალ არჩევნებსა და საარჩევნო ადმინისტრაციის შეცვლას. როგორც ოპოზიციაში აცხადებენ, პოლიტიკურ კრიზისში ქვეყანა ივანიშვილმა შეიყვანა, როცა არჩევნები მოიპარა, ამიტომ საქართველოს მოქალაქეებს აქვთ ლეგიტიმური უფლება დაიცვან საკუთარი არჩევანი და დარწმუნებული არიან, რომ ფაროთმასშტაბიანი საპროტესტო აქციებით აიძულებენ ხელისუფლებას წავიდეს დათმობაზე.

„ხმები, რაც მიიღო ოპოზიციურმა სპექტრმა, გამონაკლისის გარდა, არჩევნებადე გამოქვეყნებულ კვლევებში ფიგურირებდა, ამიტომ, მოცემული შედეგები ოპოზიციისთვის მოულოდნელი არ უნდა ყოფილიყო, მაშინ საიდან გაჩნდა ეს ენერგიული შეძახილები "გაყალბდა"? ჯერ-ჯერობით არ ჩანს არანაირი პირობა იმისა, რა ფონზე შეცვლის ოპოზიცია თავის პოზიციას. "ნაციონალური მოძრაობა" გამარჯვებულიც რომ გამოაცხადოს ხელისუფლებამ, დათანხმდებიან ამას?

ოპოზიციას უნდა რევოლუცია, რომელიც მოითხოვა მიშამ და ისინიც გადასული არიან მის სამსახურში, რადგან მაღალი რეიტინგი აქვს. 2003 წლის აჩრდილიც ტივტივებს ქვეყანაში, როცა მიტინგმა შეცვალა ხელისუთლება, მაგამ მაშინ ამ მიტინგს დაერქვა დემოკრატიული პროცესი და დიდი მხადაჭერა ჰქონდა მსოფლიოსი. წყალი რომ აამღვრიო ხალხის რაოდენობა უნდა იყოს იმდენი, რომ სახელმწიფოს შეუქმნას პრობლემები, დღევანდელი სიტუაცია კი ამის შთაბეჭდილებას არ ტოვებს. რაც არ უნდა ბევრი ხალხი მივიდეს 8 ნოემბრის აქციაზე, მერე რა? შეიკრიბებიან და დაიშლებიან. თუ სადმე შევარდებიან, 20 ივნისი უკვე ნახა ოპოზიციამ, ამიტომ მგონია, რომ თავს აარიდებს ასეთ ქმედებას" - განაცხადა "რეზონანსთან" რამაზ საყვარელიძემ.