„ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს წევრი, მამუკა მდინარაძე პოლიციელებს პროფესიონალებად აფასებს. ამასთანავე, მისივე განცხადებით, სამარცხვინოა ქვეყნის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, გია ბარამიძის საქციელი, რომელიც პოლიციელის მუნდირის შეურაცხყოფას ცდილობს.
„პოლიციელები არიან გმირები. ქართველი კაცისთვის რთულია იმის მოთმენა, რაც აქციებზე ხდება და ისინი, ვინც სპეციალურად ამას ახორციელებს, კანონდარღვევის ზღვარზე გადიან, ისე რომ ადმინისტრაციული თუ სისხლის სამართლის დანაშაულია, სადღაც აქ მოქმედებენ. ისინი კარგად არიან ამაში გაწრთვნილები და ცდილობენ პროვოკაციაზე წამოიკიდონ, მაგრამ ამას ვერ ახერხებენ. იმიტომ, რომ პოლიცია, ერთის მხრივ, დაკომპლექტებულია გმირებით, მაგრამ ასევე ეს ადამიანები პროფესიონალები არიან. და როდესაც გია ბარამიძეს ვუყურებ როგორ ცდილობს, რომ აქაც ზღვარზე გაიაროს და ხელი ისე მიარტყას, რომ თქვას არ დამიტყია, რაც მართლაც შეიძლება საკამათო იყოს, შეურაცხყოფას ქონდა ადგილი თუ მის მცდელობას. ქვეყნის სირცხვილი იყო, რომ ეს ადამიანი იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც დღეს პოლიციელის მუნდირის შეურაცხყოფას ცდილობს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.