ვინ არის ივანე ბურდული, რომელმაც ცესკო დატოვა

ვინ არის ივანე ბურდული, რომელმაც ცესკო დატოვა

„ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ივანე ბურდულს, რომელმაც ცოტა ხნის წინ ცესკო-ს საარჩევნო კომისიებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტის თანამდებობა დატოვა, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებთან ახლო ურთიერთობა აკავშირებს.

„ბატონ ვანო ბურდულს, ვინმე აკაკი ხუსკივაძესთან ერთად, დაფუძნებული აქვს არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის პროფესიული კავშირი“ და ბატონი აკაკი ხუსკივაძე, თავის მხრივ, გახლავთ „ნაციონალური მოძრაობის“ შემომწირველი. ის თავადაც მუშაობდა ცესკო-ში, აგვისტოში გადადგა და ამავე დროს, იყო არასამთავრობო ორგანიზაციის, განათლების პროფესიული კავშირის ხაზით იყო დამკვირვებელი ამ არჩევნებზე. ამით კიდევ ერთხელ დადასტურდა ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ ვასაჯაროებდით ყალბ არასამთავრობო და ე.წ. სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან დაკავშირებით“ - განაცხადა „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.

ბურდულის „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კავშირზე მიუთითებს მამუკა მდინარაძეც და აცხადებს, რომ ამ კავშირზე მეტყველებს სოციალურ ქსელში გავრცელებული ის ფოტოებიც, სადაც ბურდული „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებთან ერთადაა.

ივანე ბურდული მიერ თანამდებობის დატოვებას Facebook-ის საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა მმართველი პარტიის საარჩევნო სიის მე-4 ნომერი, თეა წულუკიანიც და მას „ჩანერგილი“ უწოდა.

ცესკო-ში აცხადებენ, რომ ბურდულს განცხადების დაწერამდე არც კომისიის თავმჯდომარესთან, თამარ ჟვანიასთან და არც დეპარტამენტის სხვა თანამშრომლებთან კონსულტაციები არ გაუვლია და მათთვის გაუგებარია ის მოტივები, რის გამოც ბურდულმა თანამდებობის დატოვება გადაწყვიტა.

mamago სახასიათო ჰაბიტუსით!
4 წლის უკან
amo ცესკო -ს სტრუქტურა დასაშლელია და შეკვეცილი ფორმით ხელახლა გამჭირვალედ ასაწყობი, მაგრამ როგორც ვხვდები არცერთი ხელისუფლება ამას არ გააკეთებს. ნუ, ამ ხელისუფლების უნიათობა ამ იუჟეტიდანაც ჩანს.
4 წლის უკან
Lolo47 და მერე რატომ ჩაინერგეთ, იდიოტებო?
ისე, როგორც გექცევათ ნაცხროვა - ახია თქვენზე, დედლებო! ხალხმა რა დააშავა მათ რომ ასე აბაირამებთ, თორემ თქვენი დარდი ქართველ კაცს ნამდვილად უკვე აღარ აქვს!!!
4 წლის უკან