დღეს, საღამოს 8 საათზე პრემიერ-მინისტრი იმედის ეთერში - ექსკლუზიური ინტერვიუ თვითიზოლაციაში მყოფ გიორგი გახარიასთან

დღეს, საღამოს 8 საათზე პრემიერ-მინისტრი იმედის ეთერში - ექსკლუზიური ინტერვიუ თვითიზოლაციაში მყოფ გიორგი გახარიასთან

დღეს საღამოს „იმედის“ მაყურებელი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ექსკლუზიურ ინტერვიუს იხილავს. ინტერვიუ თვითიზოლაციაში მყოფ გიორგი გახარიასთან ეთერში 20:00 საათზე, „ქრონიკაში“ გავა.

„როგორია გიორგი გახარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა, რა რესურსი აქვს სახელმწიფოს უხილავ მტერთან საბრძოლველად მაშინ, როდესაც ეპიდვითარება კირტიკულ ზღვარს მიუახლოვდა; რა პოზიცია აქვს ,,ქართული ოცნების“ სამთავრობო გუნდს ოპოზიციის პროტესტის, „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი მხარდამჭერი პარტიების ქუჩის აქციების მიმართ.

როგორია ეპიდსიტუაციისა და საპროტესტო აქციების გავლენა ქვეყნის ეკონომიკაზე და რა გეგმა აქვს ხელისუფლებას“, - ამ შეკითხვებს უპასუხებს კოვიდინფიცირებული საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რომელიც მკურნალობას სახლში განაგრძობს.