მამუკა მდინარაძე ივანე ბურდულის მიერ თანამდებობის დატოვებაზე: Facebook-ზე უკვე დაიდო მისი და დიმიტრი შაშკინის ფოტოები - როგორც ჩანს, მისი პროტეჟე იყო

მამუკა მდინარაძე ივანე ბურდულის მიერ თანამდებობის დატოვებაზე: Facebook-ზე უკვე დაიდო მისი და დიმიტრი შაშკინის ფოტოები - როგორც ჩანს, მისი პროტეჟე იყო

როდესაც, პრაქტიკულად, კონკრეტული პარტიის წარმომადგენელი ხარ და ძალიან ახლო ურთიერთობა გაქვს კონკრეტული ოპოზიციური პარტიის ხელმძღვანელებთან, ეს ბუნებრივია. Facebook-ზე უკვე გავრცელდა მისი შაშკინთან მეგობრობის დამადასტურებელი ფოტოები, - ასე გამოეხმაურა ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე ცესკო-ს საარჩევნო კომისიებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტის, ივანე ბურდულის მიერ თანამდებობის დატოვებას.

„არაა გამორიცხული, რომ ადამიანებმა, რომლებიც ასეთ ახლო ურთიერთობაში არიან „ნაცმოძრაობასთან“ და შესაძლოა, მათგან დავალებებსაც იღებდნენ, ფონის შესაქმნელად, იგივე გაიმეორონ. შესაძლოა ასეთი ბევრი არ იყოს, მაგრამ რამდენიმე ერთეული შემთხვევაც კი, მათ ილუზიას უჩენს, რომ შექმნიან შთაბეჭდილებას, თითქოს, ქვეყანა ჩამოიშალა. საქართველოში არაფერი იმალება. ინფორმაციის გავრცელების ძალიან ბევრი წყარო არსებობს. Facebook-ზე უკვე დაიდო მისი და დიმიტრი შაშკინის ფოტოები. როგორც ჩანს, მისი პროტეჟე იყო. ისინი მეგობრობენ და მისი საქციელი ბუნებრივია“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ცესკო-ს საარჩევნო კომისიებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა სპეციალისტმა ივანე ბურდულმა თანამდებობ დატოვა. ბურდულმა თანამდებობის დატოვების შესახებ თავისი განცხადება სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.