ამერიკული მედიის ცნობით, აშშ-ის საიდუმლო სამსახური ვილმინგტონში უსაფრთხოებას აძლიერებს, რადგან ჯო ბაიდენმა შესაძლოა, გამარჯვება სწორედ ვილმინგტონში გამოაცხადოს

ამერიკული მედიის ცნობით, აშშ-ის საიდუმლო სამსახური ვილმინგტონში უსაფრთხოებას აძლიერებს, რადგან ჯო ბაიდენმა შესაძლოა, გამარჯვება სწორედ ვილმინგტონში გამოაცხადოს

აშშ-ის საიდუმლო სამსახური ქალაქ ვილმინგტონში უსაფრთხოებას აძლიერებს, რადგან ჯო ბაიდენმა შესაძლოა, არჩევნებში გამარჯვება სწორედ ვილმინგტონში გამოაცხადოს, – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „ვაშინგტონ პოსტი“, საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამერიკული გამოცემა წერს, რომ ქვეყნის საიდუმლო სამსახური დელავერის შტატში აგენტების დანაყოფს გზავნის, რადგან პრეზიდენტობის კანდიდატმა არჩევნებში გამარჯვების შესახებ შესაძლოა, სწორედ დელავერის შტატის ქალაქ ვილმინგტონში განაცხადოს.

აშშ საიდუმლო სამსახურმა ვილმინგტონში უსაფრთხოების ზომების გაძლიერება მას შემდეგ დაიწყო, რაც ბაიდენის შტაბმა სპეცსამსახურს ვილმინგტონის კონფერენციის ცენტრის კიდევ ერთი დღით გამოყენების შესახებ შეატყობინა, სადაც გავრცელებული ინფორმაციით, ბაიდენმა შესაძლოა, მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთოს.

აშშ-ის საიდუმლო სამსახურის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის, აგრეთვე ამ თანამდებობების კანდიდატების დაცვა.