პრინცი ჩარლზის ფოტო Vogue-ს გარეკანზე დაიბეჭდა

პრინცი ჩარლზის ფოტო Vogue-ს გარეკანზე დაიბეჭდა

უელსის პრინცი ჩარლზი ჟურნალ Vogue-ს ბრიტანული ვერსიის გარეკანზე დაბეჭდეს. ფოტო, რომელიც გლოსტერშირის საგრაფოშია გადაღებული, Vogue-მ Instagram-ის გვერდზე გამოაქვეყნა.

71 წლის პრინცი ჰორტენზიების ბაღში დგას. მას Anderson&Sheppard-ის მიერ 30 წლის წინ შეკერილი პიჯაკი აცვია. ფოტოს ავტორი ბრიტანელი ფოტოგრაფი ნიკ ნაიტია.