თენგიზ ცერცვაძე: ყველამ რომ პირბადე გაიკეთოს, ამით პროტესტს ნაკლები ძალა ხომ არ ექნება?

თენგიზ ცერცვაძე: ყველამ რომ პირბადე გაიკეთოს, ამით პროტესტს ნაკლები ძალა ხომ არ ექნება?

საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პროტესტის ტალღა არ წყდება. თითქმის ყოველდღიურად ეწყობა აქცია-პერფორმანსები, სადაც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაწესებული რეკომენდაციები დაცვა არ ხდება.

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ „ქვეყანაში შეზღუდვები არ დაწესდა, რადგან საარჩევნო წელია, მიტინგებია, აქციები ეწყობა - ვინმეს საბაბი რომ არ მიეცეს და არ ითქვას, რომ ამ პროცესებს ხელი ლოქ-დაუნებმა შეუშალა, ამიტომ მთავრობამ გადაწყვიტა, რომ მხოლოდ წერტილოვანი შეზღუდვები გამოაცხადოს".

"რაც შეიძლება ვურჩიოთ და გულის ტკივილით გამოვთქვათ: ტარდება - ტარდება, მაგრამ კარგი იქნებოდა, რომ აქცია-შეკრებები არ ჩატარდეს, ყველაფერი გადაწყდეს მოლაპარაკების მაგიდასთან, ან სამართლებრივი გზით, მაგრამ რეალურად, ამ ეტაპზე ეს შესაძლებელი არ არის. ერთი თხოვნა მაქვს - აქცია ხომ შეიძლება ჩატარდეს უსაფრთხოების რეგულაციის წესების დაცვით? ყველამ რომ პირბადე გაიკეთოს, ეს რას აკლებს ან პოზიციას, ან ოპოზიციას? ამით პროტესტს ნაკლები ძალა ხომ არ ექნება?", - განაცხადა ცერცვაძემ.