ბიძინა კულუმბეგოვი: ქვეყანა დგას ლოკალური და წერტილოვანი შეზღუდვების აუცილებლობის წინაშე

ბიძინა კულუმბეგოვი: ქვეყანა დგას ლოკალური და წერტილოვანი შეზღუდვების აუცილებლობის წინაშე

ეპიდემიოლოგებისთვის ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარება და ვირუსის გავრცელების უპრეცედენტო სტატისტიკა შემაშფოთებელია. სპეციალისტები მოქალაქეებს რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებენ.

სამედიცინო დარგის სპეციალისტები ეხმაურებიან აქციებს და გმობენ, რომ შესაძლოა მსგავსმა შეკრებებმა მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმოს. ეპიდემიოლოგები ასევე წერტილოვანი შეზღუდვების დაწესების აუცილებლობაზეც საუბრობენ.

"ზოგადად ახლა, რომ სიტუაცია საგანგაშოა, ამაზე არ უნდა ვიდაოთ. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს წონასწორობა სწრაფად არ დაირღვეს. ეს ზრდა რაღაც ეტაპამდე იყო მართვადი, მაგრამ ულიმიტო შესაძლებლობები და რესურსები ჩვენს ქვეყანას არ აქვს. ვფიქრობ, რომ ლოკალური და წერტილოვანი შეზღუდვების აუცილებლობის წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა და ეს აუცილებლად და დროულად გასაკეთებელია, რათა არ მოხდეს ინფექციის მასიური გავრცელება," - განაცხადა მალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა.

ინფექციონისტი მაია ზალდასტანიშვილი COVID-19-ით გარდაცვალების ზრდის საგანგაშო სტატისტიკაზე ამახვილებს ყურადღებას და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მზარდია მედპერსონალის ინფიცირებაც რაც კიდევ უფრო დაამძიმებს სიტუაციას. ინფექციონისტი მოქალაქეებს რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს.

Aburjga Tasmanieli ხალხის დიდი ნაწილი მზადაა თავი გასწირონ ხაბეიშვილებისა და ელისაშვილებისათვის, პოლიტიკური პარტიებისათვის, მიშასთვის, ბოკერიასთვის.... ხათუნა გოგორიშვილისთვისაც კი!!! ....
ქაანებეთ თავი, გადადგეს ცესკო ცენტრალურიც საოლქოც და საუბნოც! აზრი არ აქვს არავითარ არჩევნებს. 32 წელია (1988 წლიდან) სულ მიტინგი, მსვლელობა, მივარდნა, დარბევა, მუქარა, გინება და ყველაფერი უბედურება მიმდინარეობს ჩვენს ქვეყანაში, რასაც მოჰყვა ქვეყნის ტერიტორიების 22%-ის დაკარგვა, სამოაქლაქო ომები, მასობრივი ემიგრაცია, შიდა იძულებითი მიგრაცია (400 000 ლტოლვილი), სახალხო მეურნეობის განადგურება, მასობრივი უმუშევრობა, კულტურის დაცემა, განათლების სისტემის განდგურება....
ხოდა გაუშვით ეს ხალხი, წავიდეს კოვიდი აიკიდოს და რაც უნდათ იქ ქნან... ხომ ხედავთ უმრავლესობა გიჟები არიან?! ცესკო სრული შემდაგენლობით გადადექით, რა გინდათ რას აკლავთ თავს?! ამ დემოკრატიამ და მისმა პლირალიზმმა ისეთი დომხალი დააყენა, რომ მტყუან-მართალის გარჩეა შეუძლებელია! შეეშვით! იყოს კუპრავა ხაბეიშვილი, მაჩალიკაშვილი, დეკანოიძე და სვისტოკიანი ხოშტარია! აცალეთ პატარა, ჩამოვა მიშა და მაგათ მოუ---ვს იმ დარჩენილ კეთილებს!
უნდათ ხელახალი არჩევნები?! რად უნდათ?! დაასახელონ მათთვის საჭირო და სამართლიანად რასაც მიიჩნევენ ის დეპუტატების რაოდენობა, 20, 40, 60... მოკლედ რამდენიც უნდათ და სევიდეს ყველა პარლამენტში, 300 იქნება თუ 1020! შევიდნენ და იყონ და იყვირონ იქ, ერთმანეთს ურჩიონ საქმე. ხელფასს საიდან აიღებენ ვნახავ ერთი!
4 წლის უკან