დავით მათიკაშვილი: მძიმე წნეხში უწევს ცესკოს მუშაობა, მოვუწოდებ პარტიებს, მისცენ მას მუშაობის საშუალება

დავით მათიკაშვილი: მძიმე წნეხში უწევს ცესკოს მუშაობა, მოვუწოდებ პარტიებს, მისცენ მას მუშაობის საშუალება

გონივრული რაოდენობის საჩივრების დაკმაყოფილების შემთხვევაშიც კი, საუბარია სულ 1-2 პროცენტზე, რომელიც არსებითად ვერ მოახდენს არჩევნების შედეგებზე ზეგავლენას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან განუცხადა.

მისი თქმით, არჩევენები ჩატარდა კონკურენტულ, დემოკრატიულ და მშვიდობიან გარემოში. მისივე განმარტებით, ყველა კომისია მუშაობს შესაბამისად.

„ოპიზიციის დესტრუქციული ქმედებების შესახებ არჩევენებამდე ბევრად ადრე ვეუბნებოდით საზოგადოებას, რომ ოპოზიცია ასეთ ნაბიჯს გადადგამდა. სიტუაციის დაძაბვის გარდა მათ სხვა რესურსი არ გააჩნიათ. ყველა პირმა, ვინც საარჩევნო ოლქებთან იყო, ძალიან კარგად იცის, რომ სხდომაზე შესვლის უფლება, არ ჰქონდა. ადამიანები ცდილობენ არაფრისგან შექმნან პრობლემა. მათ ყველამ იციან, რომ პროცედურა გამჭვირვალედ და საკანონმდებლო დონეზე ტარდება. ოპიზიციამ იცის, რომ წააგებს არჩევენებს. ისინი საერთაშორისო დამკვირვებლებსა და ეუთო/ოდირის დასკვნებს არ ეთანმხებიან და უნდათ საზოგადოებას მცდარი აზრი მიაწოდონ. გონივრული რაოდენობის საჩივრების დაკმაყოფილების შემთხვევაშიც კი, საუბარია 1-2 %-ზე, რაც არსებით ზეგავლენას ვერ მოახდენს არჩევნების ლეგიტიმაციაზე. არჩევენები ჩატარდა კონკურენტულ, დემოკრატიულ და მშვიდობიან გარემოში. ყველა კომისია მუშაობს შესაბამისად. ჩვენ ვართ ძალიან ადეკვატურები იმ მოცემულობის, რაც გვაქვს კოვიდ პანდემიასთან მიმართებით. წერტილოვანი შეზღუდვები უკვე ხორციელდება, რაც მიმდინარე პროცესია და არჩევნებთან არანაირი კავშირი ამას არ აქვს. მძიმე წნეხში უწევს ცესკოს მუშაობა. მოვუწოდებ პარტიებს, მისცენ ცესკოს მუშაობის საშუალება. მინახავს ოქმები, სადაც ,,ქართული ოცნების“ კანდიდატს აკლია ხმები. მოდით და გავასწოროთ ეს შეცდომები. მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ იციან ეს ის რეიტინგია, რაც დაიდო არჩევენებში“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

მისი თქმით, ფიქრობს, რომ საღი აზრი გაიმარჯვებს და ოპოზიცია პარლამენტში შევა.

„არც ერთი ნაბიჯი შეზღუდვებისა არ არის და ვერ იქნება არჩევნებთან დაკავშირებული. ორივე მიმართულებით ქვეყანა აკეთებს ყველაფერს, რომ არც ერთი დაიღვეს და არც მეორე. ხშირად ნიღბის გარეშე მყოფი ადამიანები ქმნიან მარტივ მოცემულობას, რომ ინფექცია გავრცელდეს. პოლიტიკური უფლება აქ არავის შეზღუდვია, მაგრამ პარტიას და მიხეილ სააკაშვილს არ უნდა გაუჩნდეს სურვილი მაინც საკუთარი ამომრჩეველი დაიცვას ვერ ვხვდები. მაინც მგონია, რომ საღი აზრი გაიმარჯვებს და საქართველოს პარლამენტში შემოვლენ. ჩვენი ძალა მარტო არ დარჩება. ის დარჩება ქართველ ხალხთან ერთად. ყოველმა მეორემ ხმა მისცა ,,ქართულ ოცნებას" და ამას თავის წონა და ძალა გააჩნია. „ოცნებამ“ ისეთი რეფორმა ჩაატარა 9 პარტია შედის პარლამენტში. ეს ,,ქართული ოცნების“ დემოკრატიული მმართველობის დამსახურება. მე მაინც მგონია, რომ „ნაცმოძრაობა“ დანარჩენ პარტიებს აბულინგებს, ასეთი შთაბეჭდილება რჩევა საზოგადოებასაც და თუ ისინი უარს იტყვიან იმ ვალდებულების შესრულებაზე, რომელიც მათ საზოგადოებამ დაუკვეთა, ეს იქნება მათ მხრიდან უპასუხისმგებლობა“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.