ეიბისი ნიუსი: ხმის დათვლის პროცესზე რეპორტაჟის დროს საქართველოს საარჩევნო უბანი აჩვენეს

ეიბისი ნიუსი: ხმის დათვლის პროცესზე რეპორტაჟის დროს საქართველოს საარჩევნო უბანი აჩვენეს

ამერიკული ტელეკომპანია „ეიბისი ნიუსის" (ABC News) ეთერში ჯორჯიის შტატში ხმის დათვლის პროცესზე საუბრისას საქართველოს საარჩევნო უბანი აჩვენეს.

კერძოდ, ეთერში აჩვენეს თბილისის 55-ე საჯარო სკოლაში გახსნილი საარჩევნო უბანთან რიგში მდგარი ამომრჩევლები.

შეგახსენებთ, რომ ჯორჯიის შტატი ერთ-ერთი გადამწყვეტია აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმების დათვლის პროცესში. ჯორჯიაში, წინასწარი შედეგებით, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მინიმალური სხვაობით უსწრებს დემოკრატიული პარტიის კანდიდატ ჯო ბაიდენს.