სოციალური ქსელის მომხმარებელი თამარ გუდავა საკუთარ გვერდზე პოსტს აქვეყნებს, სადაც საუბარია იმაზე, თუ რა უზუსტობაა ბიულეტენში, სადაც „ქართული ოცნების“ კანდიდატს ზაურ მიქელაძეს 3 ხმა აქვს მიღებული.
„ქობულეთის 48-ე უბანი!
უკაცრავად, 700 ამომრჩევლიდან 3-მმა მისცა 41-ს და მის კანდიდატ ზაალ მიქელაძეს ხმა? კომისიის წევრებო, 3 საათსა და 16 წუთზე კია ძილის დროა, მაგრამ ნაცებს თუ არ ეძინათ და 236 გარკვევით ჩაწერეს მისი კანდიდატის გასწვრივ, თქვენ მოგეძინათ?
ასეთ ბიულეტენებს რატომ არ აფრიალებთ ოპოზიცია?
შესწორების ოქმიდან ირკვევა, რომ 3-ის ნაცვლად 353 ხმა უნდა ეწეროს ზაალ მიქელაძის გასწვრივო. მაგრამ შესწორების ოქმი რომ არ გამოვაჩინოთ და სულ ეს ოქმი ვაფრიალოთ, ხომ იქნება 41-ის მომხრეების პროვოცირება? ამას აკეთებთ თქვენ, სხვას კი არაფერს. კარგია, ხელახლა გადათვალეთ, 41-ს მოემატება კახი კახიშვილივით ბევრი ხმა! „ - წერს თამარ გუდავა და ბიულეტენსაც აქვეყნებს.
https://www.facebook.com/tamar.gudava